ექსოლოტის შესახებ

,,ექსოლოტ ინვესტმენტსი” სტაბილურად მზარდი ქართული საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც სპეციალიზდება კომერციული უძრავი ქონების სექტორზე. ჩვენი უპირველესი მიზანი, მაღალი ღირებულების მქონე აქტივების შეძენისა და განვითარების გზით საინვესტიციო პორტფელების გაძლიერებაა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია ბაზარზე ნდობის გაღრმავება, მყარი და საიმედო ურთიერთობების ჩამოყალიბება და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე პოზიტიური გავლენის მოხდენა.

„ექსოლოტ ინვესტმენტსის“ მთავარი საქმიანობა გამორჩეული კომერციული სივრცეების შექმნაა
ისეთი ინდუსტრიების წამყვანი კომპანიებისთვის, როგორებიცაა : საცალო ვაჭრობა, ჯანდაცვა, საბანკო მომსახურება და სხვა.

რატომ ექსოლოტი?

ჩვენი სიძლიერე მაღალი პასუხისმგებლობის შეგრძნებისა და ხარისხზე მუდმივი ფიქრის გარდა, საბაზრო ტენდენციების პროგნოზირება და სამოქმედო სტრატეგიების მათთან ადაპტირებაა. სწორედ ეს თვისებები განაპირობებს ექსოლოტის საინვესტიციო მიმზიდველობას და გვაყალიბებს სანდო პარტნიორად სხვადასხვა ბიზნეს სექტორებისათვის.